უკრაინამ ATACAMS-ის რაკეტებით ძვირადღირებული რუსული რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა

03.10.24 15:12
უკრაინამ ATACAMS-ის რაკეტებით ძვირადღირებული რუსული რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ATACAMS-ის ბალისტიკური რაკეტებით რუსული რადიოლოკაციური სადგური Nebo-M გაანადგურეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ Nebo-M წარმოადგენს ძნელად დასანგრევ სამიზნეს.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსებს მუშა მდგომარეობაში ამ ტიპის მხოლოდ 10 სისტემა დარჩათ, რომლის ღირებულებაც 100 მილიონ დოლარზე მეტია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ნაწილებმა წარმატებით დაარტყეს ATACAMS-ის ბალისტიკური რაკეტებით რუსულ Nebo-M-ის სარადარო სადგურს, მისი განადგურება მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის არმიის უნარს გამოავლინოს, თვალყური ადევნოს და გადაჭრას აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეები.

Nebo-M რადარის განადგურება შექმნის ხელსაყრელ „საჰაერო დერეფანს“ Storm Shadow და SCALP-EG საკრუიზო რაკეტების ეფექტური გამოყენებისთვის. მტრის მნიშვნელოვანი სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის ძალების საბრძოლო სამუშაოები გრძელდება," - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.