ზელენსკი - უკრაინა შეიძლება გახდეს ნატო-ს 33-ე წევრი, უკრაინელები ამას იმსახურებენ

03.10.24 16:21
ზელენსკი - უკრაინა შეიძლება გახდეს ნატო-ს 33-ე წევრი, უკრაინელები ამას იმსახურებენ

უკრაინა შეიძლება გახდეს ნატო-ს 33-ე წევრი ქვეყანა, უკრაინელები ამას იმსახურებენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივიღოთ ეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა დააღნიშნა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი უცვლელი რჩება - ალიანსის სრულუფლებიანი წევრობა.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ "მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, ნატოს პრივილეგიად მიაჩნია".

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა თავად მოკავშირეებსაც სჭირდებათ.

„სწორედ ამიტომ ვართ უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ასეთი ერთგულები, რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს გამოხატავს“, - აღნიშნა ნატო-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა.

 

ცნობისთვის, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში უკრაინაში დღეს პირველი ვიზიტით ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები