თალიბანი ავღანეთში ე.წ. საყოველთაო ამნისტიას აცხადებს

17.08.21 12:51
თალიბანი ავღანეთში ე.წ. საყოველთაო ამნისტიას აცხადებს

თალიბანი ავღანეთში ე.წ. საყოველთაო ამნისტიას აცხადებს. ამასთან, უცხოური მედიის ცნობით, ქაბულის აეროპორტი ევაკუაციისთვის გაიხსნა

დაჯგუფების კულტურული კომისიის მეთაურის, ენამულაჰ სამანგანის, თქმით, ისლამურ საამიროს არ სურს, ქალები მსხვერპლები იყვნენ.

ისინი, შარიათის წესის მიხედვით, მთავრობის სტრუქტურაში უნდა იყვნენ. მთავრობის სტრუქტურა ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, სრულად ისლამური მმართველობა უნდა იყოს და ყველა მხარე უნდა შემოგვიერთდეს" – განაცხადა ენამულაჰ სამანგანიმ. 

ამ დრომდე უცნობია, როდის შეძლებენ ავღანეთში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ელოდება საბოლოო პასუხს თურქეთისგან, როდის შეძლებს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, რომ სპეციალური აღჭურვილობით, უსაფრთხოდ მიიყვანონ ქართველები აერიპორტში.

ამ დროისთვის ქაბულში სულ საქართველოს 23ი  მოქალაქეა. 

მსგავსი სიახლეები