ამერიკაში დამანგრეველი ქარიშხლის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ამერიკაში დამანგრეველი ქარიშხლის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა უმეტესობა ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ჯორჯიაში, ფლორიდაში, ტენესისა და ვირჯინიის შტატებში. ქარიშხალი ჰელენი უკვე ერთ კვირაზე მეტია მძვინვარებს. მილიონამდე აბონენტს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. ასობით ადამიანი კი უგზო-უკვლოდდ დაკარგულად ითვლება. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ჯო ბაიდენი. ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებით, ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ შტატში ათასი ჯარისკაცი გაიგზავნება.