განადგურებულია ლიბან-ისრაელის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს - ამის შესახებ ინფორმაციას IDF ავრცელებს და წერს, რომ გვირაბი ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა და მას "ჰეზბოლა" ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა.
IDF-ის ცნობით, განადგურებული გვირაბს "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელსაც ირანიდან ლიბანში იარაღის გადატანა ევალება.
ისრაელის მხარე აცხადებს, რომ დარტყმამ გვირაბის სიახლოვეს მდებარე შენობები, იარაღის საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურაც გაანადგურა.
ამასთან, IDF იტყობინება, რომ 3 ოქტომბერს, ბეირუთზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად, "ჰეზბოლას" კომუნიკაციების მეთაური მუჰამედ რაშიდ სკაფია ლიკვიდირებული.