ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები აიკრძალა

17.08.21 16:20
ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები აიკრძალა

თალიბანმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალა. ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება.

„ალ-ჯაზირა“-ს ცნობით,  თალიბანის რაზმები ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტს მიუახლოვდნენ, მათი ცალკეული ჯგუფები კი უკვე შენობაში იმყოფებიან. შეიარაღებულმა მებრძოლებმა აეროპორტის შენობის ირგვლივ შეკრებილი ადამიანების დასაშლელად ჰაერში ავტომატური იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლეს.

ტელეკომპანია ,,ალ ჯაზირას" ინფორმაციით, აეროპორტი სამოქალაქო პირებისთვის 21 აგვისტოს გაიხსნება.

 

მსგავსი სიახლეები