ქაბულში ქალებმა საკუთარი უფლებებისთვის აქცია გამართეს
ქაბულში ავღანელი ქალების ჯგუფმა საკუთარი უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია გამართა. ვიდეო NBC-ის კორესპონდენტმა, რიჩარდ ენგელმა, გაავრცელა.
მამაცი ავღანელი ქალები თავიანთი უფლებებისთვის საპროტესტო აქციას აწყობენ. მუშაობა, განათლება და მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა ქალის უფლებაა- წერს ჟურნალისტი.