ანექსირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის

07.10.24 10:13
ანექსირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის

ხანძარი ანექსირებულ ყირიმში - დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ ნავთობის საცავი იწვის.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ხელისუფლებამაც დაადასტურა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის ტერიტორიასა და ყირიმში წუხელ 21 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

„21 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, თორმეტი უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი -კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და თითო უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის, ბრიანსკის და ვორონეჟის ოლქების ტერიტორიებზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები