ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ების პირველი პარტია გადასცა
ნიდერლანდებმა უკრაინას ეფ-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცა. ეს პირველი პარტიაა ავიაგამანადგურებლების, რომლებმაც დანიშნულების ადგილს მიაღწია. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება საბრძოლო ტექნიკით კიდევ უფრო გაძლიერდება. მომდევნო თვეებში რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანაში კიდევ 24 ავიაგამანადგურებელი გაიგზავნება. გარდა ამისა, ნიდერლანდები გეგმავს უკრაინას გამოუყოს 440 მილიონი დოლარი , რომ საბრძოლო დრონების მარაგი შეავსონ.