ფიცო: ჩემი პრემიერმინისტრობის პერიოდში უკრაინა NATO-ში ვერ შევა

07.10.24 14:33
ფიცო: ჩემი პრემიერმინისტრობის პერიოდში უკრაინა NATO-ში ვერ შევა

ჩემი პრემიერმინისტრობის პერიოდში უკრაინა NATO-ში ვერ შევა - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. 

სლოვაკეთის პრემიერი ამბობს, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანება მესამე ომის საფუძველი გახდება.

"სანამ სლოვაკეთის პრემიერმინისტრი ვარ, დეპუტატებს, რომლებსაც მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკურად ვაკონტროლებ, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერის უფლებას არ მივცემ", - აღნიშნა ფიცომ.

NATO-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მიხედვით, ალიანსში ახალი წევრის მისაღებად ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. 

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის პრორუსულობა ჯერ კიდევ 2023 წლის არჩევნებიდან გახდა ცნობილი. ფიცოს გამარჯვების შემდეგ სლოვაკეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეწყვიტა და მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის.

მსგავსი სიახლეები