ხერსონში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს - დაშავებულია ოცამდე მშვიდობიანი მოქალაქე

07.10.24 19:36
ხერსონში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს - დაშავებულია ოცამდე მშვიდობიანი მოქალაქე

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს -  შედეგად ოცამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვნებიც.

როგორც მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით წერს,  დაშავებულების ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის ჯარებმა საავიაციო იერიში მიიტანეს ხერსონზე. ჩამოაგდეს ოთხი მართვადი ავიაბომბი. დარტყმა განხორციელდა დანგრეულ სკოლაზე და საცხოვრებელ უბანზე ცენტრალურ რაიონში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები