უკრაინის დაზვერვის სამსახურმა რუსული სამხედრო გემი "ალექსანდრ ობუხოვი" დააზიანა

07.10.24 21:08
უკრაინის დაზვერვის სამსახურმა რუსული სამხედრო გემი "ალექსანდრ ობუხოვი"  დააზიანა

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა რუსული სამხედრო ტრალერი - "ალექსანდრ ობუხოვი" დააზიანეს

უწყების ცნობით, გემს რამდენიმეთვიანი სარემონტო სამუშაოები დასჭირდება.

"ალექსანდრ ობუხოვი" ქალაქ ბალტიისკის პორტში იდგა. სპეცოპერაციის შედეგად, გემი ოთხ ადგილას დაზიანდა. როგორც დაზვერვის სამსახური წერს, გემისთვის კაპიტალური რემონტის ჩატარება სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ტრალერის M-503 ტიპის ძრავა დეფიციტურია.