სოჭში პუტინის რეზიდენციის მთავარი შენობა დაანგრიეს - მედია პროექტი
მედია პროექტის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის სოჭის რეზიდენციაში ის მთავარი შენობა დაანგრიეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა 2008 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსს უმასპინძლა.
მედია პროექტი თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, რომლითაც ბოჩაროვ რუჩეიში მთავარი შენობის დანგრევა დასტურდება.
მედია პროექტის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი სტუმრებს ახლომდებარე აგარაკზე ხვდება, რომელსაც ბოჩაროვ რუჩეი 2-ს ეძახიან.
ცნობისთვის, ბოჩაროვ რუჩეი 1991 წლიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა. პუტინის მმართველობის პერიოდში აგარაკს სტუმრობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები, რეჯიფ თაიფ ერდოღანი, ალექსანდრ ლუკაშენკო და სხვა.