ფლორიდას ქარიშხალი “მილტონი“ უახლოვდება - შტატში ევაკუაცია დაიწყო

08.10.24 19:07
ფლორიდას ქარიშხალი “მილტონი“ უახლოვდება - შტატში ევაკუაცია დაიწყო

აშშ-ში ფლორიდის შტატს ქარიშხალი მილტონი უახლოვდება -  შტატში მსხვილმასშტაბიანი ევაკუაციები დაიწყო.

ქარიშხალი მილტონი მოსახლოებისთვის დიდ საფრთხეს შეიცავს. ექსპერტები ამბობენ, რომ მილტონი ქალაქ ტამპა ბეის სავარაუდოდ, ხვალ, 9 ოქტომბერს, დაარტყამს.

ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი ქარიშხალს “მონსტრს“ უწოდებს და ამბობს, რომ ევაკუაციისთვის დრო იწურება.

აშშ-ს ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, ფლორიდის დასავლეთ სანაპიროზე ქარიშხლის შედეგად "პოტენციურად კატასტროფული" წყლის დინება და დამაზიანებელი ქარია მოსალოდნელი. 

მათივე მონაცემებით, შესაძლოა, ატმოსფერულმა ნალექმა 38 სანტიმეტრს, სანაპიროებზე წყლის მოდინებამ კი 3-4.5 სანტიმეტრს მიაღწიოს.

მსგავსი სიახლეები