ვოლოდიმერ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა
ვოლოდიმერ ზელენსკი ხორვატიაში ქვეყნის პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შესახვედრად ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერმინისტრ პლენკოვიჩთან ერთად განვიხილავთ თავდაცვის შემდგომ თანამშრომლობას, ფრონტზე დაჭრილი ჩვენი მეომრების რეაბილიტაციასა და ასევე უკრაინის აღდგენას. სამიტზე "უკრაინა+12" ფორმატში განვიხილავთ საერთაშორისო ძალისხმევას მშვიდობის დაახლოებისა და მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად, ჩვენს ერთობლივ პასუხს პარტნიორებთან უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე თანამშრომლობას EU-სა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე", - წერს ზელენსკი X-ზე.