მაკრონი ზელენსკის შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება - ორ ლიდერს შორის აუდიენცია 10 ოქტომბერს, პარიზში გაიმართება.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრას ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, ელისეის სასახლეში გამართავს.
ეს შეხვედრა შესაძლებლობა იქნება [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ხელახლა დაადასტუროს საფრანგეთის ერთგულება, გააგრძელოს გრძელვადიან პერიოდში და ყველა მის პარტნიორთან ერთად უკრაინისთვისა და უკრაინელი ხალხისთვის ურყევი მხარდაჭერა”, - ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.