ქარიშხალი "მილტონი" ფლორიდას შტატში - გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა

10.10.24 10:20
ქარიშხალი "მილტონი" ფლორიდას შტატში - გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა

ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - მიზეზი მესამე კატეგორიის ქარიშხალი "მილტონია". ამერიკული მედიის ცნობით, სენტ-ლუსიის ოლქში უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების პირველი შემთხვევები, თუმცა ზუსტი მონაცემები ამ დროისთვის უცნობია. 

ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო კი მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. უახლესი ინფორმაციით, ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 165 კილომეტრს შეადგენს. 

ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რეგიონში წყალდიდობებიც არის მოსალოდნელი, რის გამოც ხალხს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები