სამხრეთ ლიბანში ლიკვიდირებულია "ჰეზბოლას" ორი მეთაური - IDF
სამხრეთ ლიბანში ტერორისტული დაჯგუფების, "ჰეზბოლას" ორი მეთაურია ლიკვიდირებული - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
IDF-ის ცნობით, ლიბანზე მიტანილი იერიშის შედეგად ალჰაჯ ალი და მუჰამედ ალი ჰამდანისი დაიუღუპნენ, რომლებიც ისრაელის ჩრდილოეთ ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ.