რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებულია Shahed-ების საწყობი, სადაც 400-მდე დრონი ინახებოდა
რუსეთის ოლქ კრასნოდარში, იესკის რაიონის ოქტიაბრსკის დასახლებასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ჯგუფმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, Shahed-ების ბაზას დაარტყა.
უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, აფეთქებულია ბაზა, სადაც 400- მდე უპილოტო საფრენი აპარატი ინახებოდა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ 400-მდე თავდასხმის დრონი ინახებოდა, ობიექტური მონიტორინგის შედეგებით დაფიქსირდა სამიზნეზე ზუსტი დარტყმა“, - ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის განცხადებაში.