ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

10.10.24 19:07
ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში უმასპინძლა.

შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ზელენსკი საფრანგეთში ლონდონიდან ჩავიდა, სადაც მას შეხვედრები ჰქონდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს. ამასთან, კირ სტარმერმა მარკ რუტესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „მთელი დილა ზელენსკისთან გამარჯვების გეგმის განხილვას დაუთმო“.

მსგავსი სიახლეები