ფლორიდაში ქარიშხალ "მილტონს" სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
ფლორიდის შტატში, ქარიშხალ "მილტონს" სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის, ქარის სიჩქარე პირველ კატეგორიამდე შესუსტდა და 150 კმ/სთ-მდე დაეცა.
ქარიშხალი აშშ-ის ფლორიდის შტატს გუშინ დაატყდა თავს. ქარიშხლის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევდა.
სტიქიის გამო, შტატიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.