რუსეთის ხელისუფლებამ ტელეწამყვან ტატიანა ლაზარევაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

11.10.24 10:57
რუსეთის ხელისუფლებამ ტელეწამყვან ტატიანა ლაზარევაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ ტელეწამყვან ტატიანა ლაზარევაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ოკუპანტი ქვეყნის მტკიცებით, საქმე "ტერორიზმის გამართლებას" ეხება. 

ლაზარევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მაისის თვეში სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ანდრეი ალშევსკიხის მიერ  დასმენის გამო აღიძრა. ამის მიზეზი კი ტელეწამყვანის ის განცხადება გახდა, სადაც მან თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დრონების თავდასხმა საშინელებაა, თუმცა ის მომხდარით მაინც კმაყოფილია. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ლაზარევამ მომხდარი დაგმო და რუსეთი დატოვა. 2022 წლის ივლისში პუტინმა ის "უცხოურ აგენტად" გამოაცხადა. 

2024 წლის ზაფხულში ტელეწამყვანი  „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანეს და პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

ცნობილია, რომ ლაზარევა უკვე ბევრი წლებია პუტინის რეჟიმს ღიად აკრიტიკებს.