ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა და ჯორჯია მელონის შეხვდა

11.10.24 12:41
ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა და ჯორჯია მელონის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის შემდეგ, იტალიაში ჩავიდა და იტალიის პრემიერმინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.

ზელენსკიმ შეხვედრა დადებითად შეაფასა და იტალიურ მხარეს,  მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გამარჯვების გეგმა წარვუდგინე იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტს. დღეს ძალიან პროდუქტიული დისკუსია გვქონდა, რომელიც გეგმის ყველა ასპექტს მოიცავს. მთავარია გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები და ურთიერთობა ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან, რაც უზრუნველყოფს, რომ შევქმნათ აუცილებელი პირობები და სამართლიანი ატმოსფერო პატიოსანი დიპლომატიისთვის.

მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო იმ უსაფრთხოების დახმარებისთვის, რომელიც იტალიამ გაუწია უკრაინას, კერძოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. შეხვედრაზე უსაფრთხოების ახალი პაკეტის მომზადებაც განვიხილეთ.

გულწრფელად მადლობელი ვარ იტალიის იმ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მან უკრაინას გაუწია. ნამდვილად ღირებულია ასეთი საიმედო მეგობრების ყოლა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები