რუსეთის ციხეში დაღუპული ჟურნალისტის საქმე ომის დანაშაულად გადაკვალიფიცირდა

11.10.24 14:15
რუსეთის ციხეში დაღუპული ჟურნალისტის საქმე ომის დანაშაულად გადაკვალიფიცირდა

რუსეთის ციხეში დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინას საქმეს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეს ომის დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა. 

უწყების ცნობით, დაწყებულია საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - ომის წეს-ჩვეულების დარღვევა და განზრახ მკვლელობის მუხლით.

10 ოქტომბერს ცნობილი გახდა უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშინას სიკვდილის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით დაწყებულია საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - ომის წეს-ჩვეულების დარღვევა და განზრახ მკვლელობა", – წერია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გაუჩინარებული უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშინა რუსეთის ციხეში 10 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ინფორმაცია რადას დეპუტატმა, იაროსლავ იურჩიშინმა, დაღუპულის მამაზე დაყრდნობით გაავრცელა.

როშინა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. პატიმარი მოსკოვიდან ტაგანროგის მიმართულებით ეტაპირების დროს გარდაიცვალა.