გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

გერმანია, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს - როგორც ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე განაცხადა, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას მომავალ წელსაც გააგრძელებს.
ასევე, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნები და ევროკავშირი წელს უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს მიაწვდიან, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაიფარება.
წლის ბოლომდე ჩვენი პარტნიორების, ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის, დახმარებით უკრაინას კიდევ ერთ პაკეტს გადავცემთ, რომლის ღირებულებაც 1.4 მილიარდი ევროა. ის საჰაერო თავდაცვასაც მოიცავს - IRIS-T, Skynex, „გეპარდებს“, ჰაუბიცებს, თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, ჯავშანმანქანებს, საბრძოლო დრონებს, რადიოლოკაციურ სისტემებს, საბრძოლო მასალას“, - განაცხადა შოლცმა.