დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას წარვუდგინე "გამარჯვების გეგმა" - ზელენსკი

11.10.24 22:54
დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას წარვუდგინე "გამარჯვების გეგმა" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანისა და იტალიას "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა, რომელმაც რუსეთს მშვიდობის ძებნა და დამყარება უნდა აიძულოს.

ზელენსკის თქმით, გეგმა მოიცავს "მშვიდობის დაახლოების სტრატეგიის ყველა დეტალს, როგორც გეოპოლიტიკურს, ასევე სამხედროს. 

ერთად უნდა ვმოქმედებდეთ - ყველა, ვისაც გააჩნია საჭირო ძალა, საჭირო გავლენა - რათა მყარი მშვიდობის გარანტირება მოვახდინოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთი, ეძიოს მშვიდობა. მაგრამ მოქმედება ახლა არის საჭირო, ამ თვეებში.

ავხსენით ლონდონში, როგორი შორი მანძილის დარტყმები გვჭირდება ახლა და როგორია ჩვენი ხედვა, რათა ფრონტი გავაძლიეროთ. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ემანუელთან [მაკრონთან], და საფრანგეთი უკვე ბევრ რამეში დაგვეხმარა ჩვენი პარტნიორების გასაერთიანებლად, ახლა სწორედ ასეთი ლიდერობის იმედი გვაქვს. იტალია - ჯორჯიას [მელონის] ძალიან პრინციპული პოზიცია, ჩვენი მოტივების, ევროპის საჭიროებების მკაფიო გაგება. მადლობელი ვარ ოლაფის [შოლცის] დღევანდელი საუბრისთვის -სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ასპექტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები