"ერთა შორის დიალოგი არსებითად არც გაჩერებულა... ეს ნორმალური პროცესებია" - პესკოვი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოებაზე

11.10.24 23:13
"ერთა შორის დიალოგი არსებითად არც გაჩერებულა... ეს ნორმალური პროცესებია" - პესკოვი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ერთა შორის დიალოგი არსებისათ არც გაჩერებულა".

სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ეს ერთია, ხოლო ჰუმანიტარული ურთიერთობები, როცა საუბარია ერთა შორის დიალოგზე - ის, არსებითად, არც გაჩერებულა. თქვენ იცით, რომ ჩვენთან ქართული დიასპორა საკმარისად დიდია, ჩვენი ტურისტები იქ მიემგზავრებიან. ეს ნორმალური პროცესებია", - თქვა პესკოვმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის პირობები გააფართოვა

მსგავსი სიახლეები