კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები პოზიციებს ინარჩუნებენ - ზელენსკი

13.10.24 16:04
კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები პოზიციებს ინარჩუნებენ - ზელენსკი

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები პოზიციებს ინარჩუნებენ. ეს განცხადება ვოლოდიმერ ზელენსკიმ გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ რუსეთი ცდილობდა პოზიციების დაბრუნებას, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა თავდაცვის ხაზი შეინარჩუნეს. ეს ზელენსკის პასუხია იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც რუსი - კრემლის მომხრე ბლოგერები ავრცელებენ, თითქოს რუსმა ჯარისკაცებმა კურსკის 15 დასახლებული პუნტქიდან ურკაინელები გააძევეს.

პოკროვსკის მიმართულება – ყოჩაღ თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ოფიცერს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი პოზიციების დაცვას. საერთო ჯამში, დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ძალიან რთული პირობებია, იქ მტრის ხისტი მოქმედებებია. თუმცა, ჩვენი დანაყოფების სიმტკიცეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სწორედ ჩვენს სიმტკიცეზეა ყველაფერი დამოკიდებული. რაც შეეხება კურსკის ოპერაციას, იყო რუსეთის მცდელობები, უკან დაეხიათ ჩვენი პოზიციები, თუმცა ვინარჩუნებთ გარკვეულ ხაზებს,– განაცხადა ზელენსკიმ.