თუ პუტინი ''დიდი ოცეულის'' სამიტს დაესწრება, იმედი მაქვს ბრაზილია მას დააკავებს - უკრაინის გენერალური პროკურორი

14.10.24 20:03
თუ პუტინი ''დიდი ოცეულის'' სამიტს დაესწრება, იმედი მაქვს ბრაზილია მას დააკავებს - უკრაინის გენერალური პროკურორი

"თუ ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება, იმედი მაქვს, რომ ბრაზილია მას დააკავებს",- ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა. 

მისი თქმით, ბრაზილიის ხელისუფლების ვალდებულებაა, ვლადიმერ პუტინის დაკავება თუ ის ''დიდი ოცეულის'' სამიტის შეხვედრაზე ჩასვლას გაბედავს.

იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ პუტინი შესაძლოა ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწროს, მსურს გავიმეორო, რომ ბრაზილიის ხელისუფლების, როგორც რომის სტატუტის მხარის ვალდებულებაა, იგი დააკავოს, თუ ჩასვლას გაბედავს. 

ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ბრაზილია მას დააკავებს და კიდევ ერთხელ და დაადასტურებს მის სტატუსს, როგორც დემოკრატიასა და სახელმწიფოს, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება“ - განაცხადა ანდრეი კოსტინმა.  

ცნობისთვის, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი 18-19 ნოემბერს გაიმართება.