ერთი დაღუპული და 11 დაშავებული - რუსეთმა ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
რუსეთის სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე - დაღუპულია ერთი ადამიანი და 11 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 17 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 12 ჩამოაგდეს, 4 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, ერთი კი კვლავ ჰაერშია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა მიკოლაევის, კიევის, ოდესის, პოლტავას, ჩერნიჰივის, კიროვოგრადისა და ჩერკასის რაიონებში.