პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრაციაზე ნიუ იორკში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ნიუ იორკში, პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, რომელზეც 500 ადამიანი იმყოფებოდა, 200-ზე მეტი დააკავეს.
აქციის მონაწილეები ისრაელისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვდნენ.
ისინი სკანდირებდნენ: “მიეცით ღაზას სიცოცხლის უფლება“ და „შეწყვიტეთ გენოციდის დაფინანსება“.