აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს

16.10.24 23:28
აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 425 მილიონიდოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს აანონსებს.  განცხადებას თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახალი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, "ჰაერი-მიწა" საბრძოლო ტიპის მასალებს, ჯავშანტექნიკას და კრიტიკულად მნიშვნელოვან საბრძოლო მასალას.

აშშ უკრაინას გადასცემს, საჰაერო თავდაცვის ათობით ტაქტიკურ სისტემებს, საჰაერო თავდაცვის ასობით გამანადგურებელს, დამატებით საარტილერიო სისტემებს, საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას, ასობით ჯავშანტრანსპორტიორებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ასევე, ათასობით ჯავშანმანქანას.

მსგავსი სიახლეები