ისრაელის თავდაცვის ძალებმა, სავარაუდოდ, „ჰამასის“ ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლა

17.10.24 18:52
ისრაელის თავდაცვის ძალებმა, სავარაუდოდ, „ჰამასის“ ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს. 

მათივე ინფორმაციით, სინვარი ღაზაში ერთ-ერთ შენობაში ისრაელელი სამხედროების მიერ მოკლული სამი ტერორისტიდან, სავარაუდოდ, ერთ-ერთია.

იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირნში მისი წიამორბედის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამას“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო.

მსგავსი სიახლეები