ისრაელმა ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა დაადასტურა

17.10.24 23:15
ისრაელმა ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა დაადასტურა

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ მათ "ჰამასის" ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს. სინვარის ცხედარი ღაზაში 17 ოქტომბერს მოკლული 3 ტერორისტიდან ერთ-ერთია.

უწყების განცხადების თანახმად, შენობაში, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ, ისრაელელი მძევლების ყოფნის კვალი არ იკვეთებოდა.

ეს არის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევა ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვებაა რადიკალური ისლამის ბოროტ ღერძზე, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს,“-  ამბობს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.

იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად თეირნში მისი წინამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გამოცხადდა. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამას“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო.