მეტია, ვიდრე შიშისმომგვრელი - ორბანი ზელენსკის "გამარჯვების გეგმაზე"
მეტია, ვიდრე შიშისმომგვრელი - ასე აფასებს ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების გეგმას. უნგრეთის პრორუსი ლიდერი ფიქრობს, რომ ახლა რუსეთ-უკრაინას შორის საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები. ორბანი წერს, რომ ბრიუსელში ევროპული საბჭოს მიმდინარე სამიტი “სამ დიდ ბრძოლას” წარმოადგენს, ამათგან პირველი ზელენსკის მიერ გამარჯვების გეგმის წარდგენაა.
"პრეზიდენტი ზელენსკი წარმოგიდგენთ თავის გამარჯვების გეგმას. ის, რაც მან გუშინ უკრაინის პარლამენტში გამოაქვეყნა, უფრო მეტია, ვიდრე შიშისმომგვრელი", - წერს ის.
ორბანი მოუწოდებს ევროკავშირს, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი სტრატეგია, რომელიც „მცდარ გათვლებზეა არის დაფუძნებული“.
ჩვენ წავაგებთ ამ ომს, ანუ სტრატეგია არ მუშაობს. ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო დიდი ომი, უფრო საშიში იარაღი და შორი მოქმედების იარაღი. ჩვენ უნდა გადავიდეთ ომის სტრატეგიიდან მშვიდობის სტრატეგიაზე, ჩვენ გვჭირდება ზავი და სამშვიდობო მოლაპარაკებები, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.