ისრაელი ადასტურებს, რომ ჰამასის კიდევ ერთი ლიდერი გაანეიტრალა
ისრაელი ადასტურებს, რომ მოკლულია ჰამასის კიდევ ერთი ლიდერი. იაჰია სინვარი, სავარაუდოდ, ერთ-ერთია, რომელიც ისრაელში გასული წლის 7 ოქტომბერს სასტიკ თავდასხმას ხელმძღვანელობდა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ტერორისტული დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერის ლიკვიდირებით იხსნება გზები, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ მძევლები.