ბუდანოვი: უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეის 11 ათასი ჯარისკაცი იგზავნება

18.10.24 13:33
ბუდანოვი: უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეის 11 ათასი ჯარისკაცი იგზავნება

ამჟამად უკრაინაში ომში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის აღმოსავლეთში მომზადებას დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოკორეელი ქვეითი გადის - ამის შესახებუკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი იტყობინება.

„ისინი 1 ნოემბრისთვის იქნებიან მზად,“ - განაცხადა ბუდანოვმა The War Zone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რუსეთი უარყოფს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის რაიმე სახით მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

გუშინ ბრიუსელში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება ამოქმედდეს 10 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.

სამხრეთმა კორეამ პარასკევს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნა სერიოზულ მუქარას წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და რომ სეული ყოველი ხელმისაწვდომი საშუალებით მოახდენს რეაგირებას.