დანიამ უკრაინისთვის შესაძლოა, 320 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოსცეს

18.10.24 19:05
დანიამ უკრაინისთვის შესაძლოა, 320 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოსცეს

დანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანიამ უკრაინისთვის 320 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა.

განცხადების თანახმად, დანიის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 21-ე პაკეტი მოამზადა, რომლის ღირებულებაც 2.4 მილიარდ დანიურ კრონას შეადგენს (დაახლოებით 320 მილიონი ევრო), რომელიც არა მხოლოდ იარაღის საწყობებიდან გადაცემაზე, არამედ საერთაშორისო მიმწოდებლებისგან შეკვეთაზეც მიემართება.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დანიის არმიის მარაგებიდან იარაღის გადაცემას, გერმანიასთან თანამშრომლობით საჰაერო თავდაცვის სისტემების დაფინანსებას და უკრაინისთვის საერთაშორისო ფონდში წვლილის შეტანას ითვალისწინებს.

ამასთან, დამატებითი სახსრები უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების საწვრთნელო ღონისძიებების გაფართოებასაც გულისხმობს. 

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დაფინანსების გამოყოფა ჯერ დანიის პარლამენტის ფინანსურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი სიახლეები