თეთრი სახლის გუნდს უკრაინაში ველი - ზელენსკი

18.10.24 18:43
თეთრი სახლის გუნდს უკრაინაში ველი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წარდგენილი "გამარჯვების გეგმის" შესახებ უკუკავშირისთვის უკრაინაში თეთრი სახლის წარმომადგენლებს ელოდებიან. 

როგორც European Pravda წერს, ზელენსკიმ ტელემარათონზე გადაცემულ ინტერვიუში გაიხსენა, რომ ის იყო პირველი, რომელმაც "გამარჯვების გეგმა" აშშ-ის პრეზიდენტს წარუდგინა და მისგან "თითქმის მყისიერი გამოხმაურება მიიღო". 

უკუკავშირთან დაკავშირებით [გამარჯვების გეგმაზე], თეთრი სახლის გუნდს ველი უკრაინაში. ველით, და უახლოეს დროში ის აქ იქნება ამა თუ იმ პასუხებით,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები