პუტინი ბრაზილიაში, G20-ის სამიტზე, არ გაემგზავრება

18.10.24 21:09
პუტინი ბრაზილიაში, G20-ის სამიტზე, არ გაემგზავრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტზე არ გაემგზავრება - ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

პუტინის განცხადებით, ბრაზილიაში ჩასვლამ, შესაძლოა, სამიტის მუშაობას ხელი შეუშალოს.

რა, მე იქ სპეციალურად ჩავალ, რომ სამიტის მუშაობას ხელი შევუშალო?! ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ თუნდაც, რომ გამოვრიცხოთ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ბრძანება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაკავების შესახებ, მაინც ყველა მხოლოდ ამაზე ილაპარაკებს და ამით ჩვენ შევაფერხებთ, G20-ის მუშაობას, რატომ?! " - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.