რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს - 501 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკრაინაში, 89 კი რუსეთში დაბრუნდა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, საპარლამენტო საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელის, შამსაილ სარალიევის ცნობით, ცხედრებს უკრაინის მორგებში ამოსაცნობად გადაასვენებენ, რის შემდეგაც ოჯახებს გადასცემენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაღუპული მებრძოლების ცხედრების გაცვლის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.