მკვლელობა "სტამბოლის ბაზრობაზე" - გიორგი ორველაშვილს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

19.10.24 10:20
მკვლელობა "სტამბოლის ბაზრობაზე" - გიორგი ორველაშვილს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

მამაკაცს, რომელმაც სახლიდან მოპარული იარაღით ოთხი ადამიანი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გიორგი ორველაშვილს სიცოცხლის ბოლომდე ციხეში მოუწევს ყოფნა.

საქმე რუსთავის "სტამბოლის ბაზარში" თებერვალში მომხდარ დანაშაულს ეხება. გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა ბიძა და კიდევ სამი ადამიანი შურისძიების გამო მოკლა. სასამართლო პროცესებზე ორველაშვილმა აღიარა, რომ მძიმე დანაშაული მან ჩაიდინა.