ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთში "ჰეზბოლას" დაზვერვის შტაბს დაარტყეს - IDF
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში "ჰეზბოლას" სამეთაურო ცენტრსა და იარაღის მიწისქვეშა ობიექტებზე იერიში მიიტანეს - ამის შესახებ ინფორმაციას IDF ავრცელებს.
ისრაელის მხარის ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავებმა "ჰეზბოლას" სამხრეთ ფრონტის სარდლობის მაღალჩინოსანი, ალჰაჯ აბას სალამა და დაჯგუფების კიდევ ორი წევრი გაანადგურეს.
დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა დაზვერვის მონაცემებზე დაფუძნებული დარტყმა განახორციელა „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბის სამეთაურო ცენტრსა და ბეირუთში იარაღის მიწისქვეშა სახელოსნოზე“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.