მოლდოვის რეფერენდუმში ევროინტეგრაციის მომხრეები დაწინაურდნენ

21.10.24 12:30
მოლდოვის რეფერენდუმში ევროინტეგრაციის მომხრეები დაწინაურდნენ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ჩატარდა. 

ცენტრალური სარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებზე აქტივობამ 1 546 757 ამომრჩეველი შეადგინა, რაც რეგისტრირებულის 51,04%-ია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით არჩევნები ვალიდურად შეფასდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამომრჩევლებს უნდა ეპასუხათ ემხრობიან თუ არა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებით, ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 50.18% წინააღმდეგია 49.82%.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს  -  ამ დროის მონაცემებით, დათვლილია ხმების 97.43%. ამ დროისთვის სანდუმ ხმების 41.76% მიიღო.

სანდუს შემდეგ ყველაზე პოპულარულმა კანდიდატმა, ალექსანდრ სტოიანგლომ – 26.33%.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ მოლდოვაში არჩევნებსა და რეფერენდუმში არ იყო სამართლიანი პოლიტიკური პროცესი.

თავის გამოსვლაში ის ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა" რამდენიმე თვე გაგრძელდა და ამის უკან იდგნენ კრიმინალური დაჯგუფებები და უცხოური ძალები, რომლებიც "დაესხნენ მოლდოვას ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით".

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუსა და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ანგელა კარამანის განცხადებით, წინასწარი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 11 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ორ კვირაში მეორე ტური ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ერთდროულად, გუშინ ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძოდა.

მსგავსი სიახლეები