აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

21.10.24 18:08
აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

 აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს.

ოსტინმა ახალი დახმარების პაკეტის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას გააკეთა.

ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, აშშ განაგრძობს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას. დღეს მინდა, გამოვაცხადო 400 მილიონი დოლარის საპრეზიდენტო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომელიც მიმართულია უკრაინისთვის საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნა ოსტინმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა.