ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლეთ უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ - მაია სანდუ

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ “მოლდოველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა: ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება დაფიქსირებული.“
მისივე თქმით, მათ სამართლიანად იბრძოლეს უსამართლო ბრძოლაში და გაიმარჯვეს.
მოლდოველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა: ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება დაფიქსირებული. მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის შენების თავისუფლებისთვის“, - წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 99%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,28%-მა დაუჭირა.