თქვენ ეს ისევ შეძელით! - ურსულა ფონ დერ ლეიენი მოლდოველ ხალხს მიმართავს

21.10.24 18:58
თქვენ ეს ისევ შეძელით! - ურსულა ფონ დერ ლეიენი მოლდოველ ხალხს მიმართავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, მოლდოველ ხალხსა და მაია სანდუს მიმართავს და ევროპულ არჩევანს ულოცავს.

როგორც ფონ დერ ლეიენი სოციალურ ქსელში წერს, მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ევროპული მომავალი უნდა.

გილოცავთ მოლდოველ ხალხს და თქვენ [მაია სანდუს]. თქვენ ეს ისევ შეძელით! რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე, მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ევროპული მომავალი უნდა!" - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 99%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,28%-მა დაუჭირა.