მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების 100% დათვლილია

21.10.24 19:37
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების 100% დათვლილია

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების 100% დათვლილია.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მის კონკურენტ, პრორუს ალექსანდრე სტოლიანოგლოს კი ხმების 25.98% აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ 3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფერენდუმს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20 ოქტომბრის არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმა 1 456 457-მა ამომრჩეველმა მისცა.

მსგავსი სიახლეები