ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

21.10.24 20:27
ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ილირ მეტა კორუფციის ბრალდებით დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ყოფილი პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მეტას დაკავება აშშ-ში ლობისტურ კონტრაქტსა და ფულის გათეთრებას უკავშირდება.

ილირ მეტას პრესსპიკერის, ტედი ბლუშის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას „ყველა პატრიოტი და პატიოსანი ალბანელი დაგმობს“.