მივესალმები მოლდოვის მოქალაქეების არჩევანს, EU მზადაა, მხარი დაუჭიროს მოლდოვას - შარლ მიშელი

ვროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და X-ზე წერს, რომ "აშკარა გარე ჩარევის მიუხედავად", მოლდოვის მოქალაქეების პროევროპულ არჩევას მიესალმება.
ეს არის სიგნალი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს ერთგულებას ევროპული გზისკენ და საჭირო რეფორმების გაგრძელებას, რომლებიც გარდაქმნის თქვენს ქვეყანას. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მოლდოვას და იმუშაოს ჩვენი საერთო ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად ყველას კეთილდღეობისთვის", - წერს მიშელი.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების 100% დათვლილია.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მის კონკურენტ, პრორუს ალექსანდრე სტოლიანოგლოს კი ხმების 25.98% აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ 3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფერენდუმს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20 ოქტომბრის არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმა 1 456 457-მა ამომრჩეველმა მისცა.